დოლარის ოფიციალური ფასი 2.2490 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2490 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 8 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2490 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2505 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან, 8 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4422 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4722 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0300 ლარი შეადგინა.