თბილისის მეტროპოლიტენი 11 აპრილის 24.00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მეტროპოლიტენი მგზავრებს 11 აპრილის 24.00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე მოემსახურება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობის გახანგრძლივების, ასევე სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 1 აპრილს მთავრობის სხდომაზე მიიღო.