რამდენს გამოიმუშავებენ წლიურად Apple-ის თანამშრომლები

ყველაზე დიდი ხელფასი კომპანიაში ინჟინრებსა და დიზაინერებს აქვთ.

მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოშიც, უამრავი ადამიანი ოცნებობს ამერიკულ კომპიუტერულ კომპანია Apple-ში მუშაობაზე.

ლეგენდარული სტივ ჯობსის მიერ დაარსებული კომპანია უკვე წლებია რეგულარულად ხვდება ყველაზე საყვარელი ბრენდებისა და სასურველი სამუშაო ადგილის რეიტინგში.

ასობით ათასი ადამიანი Apple-ში მუშაობაზე არა მხოლოდ პრესტიჟის გამო, არამედ მაღალი ანაზღაურების გამოც ოცნებობს. ანალიტიკურმა კომპანია Glass Door-მა გაარკვია, თუ რამდენია პრესტიჟული ამერიკული კომპანიის თანამშრომლის საშუალო წლიური ხელფასი. როგორც აღმოჩნდა, Apple-ში თანამშრომლების საშუალო წლიური ანაზღაურება 97 031 დოლარია.

Glass Door-ის მონაცემებით, სტივ ჯობსის დაარსებული კორპორაცია აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომპანიაა. გარდა ამისა, Apple ქვეყნის მასშტაბით მაღალი ბონუსებითაც გამოირჩევა.  ყველაზე დიდი ხელფასი კი კომპანიაში ინჟინრებსა და პროდუქტების დიზაინერებს აქვთ.

Apple-ის თანამშრომელთა საშუალო წლიური ხელფასი შემდეგნაირად გამოიყურება:

Apple Store-ის Genius-ის სპეციალისტი - 41 824 დოლარი

Apple Store-ის მენეჯერის თანაშემწე - 51 287 დოლარი

Genius-ის უფროსი - 52 206 დოლარი

კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - 74 457 დოლარი

ბიზნეს-ანალიტიკოსი - 85 865 დოლარი

ფინანსური ანალიტიკოსი - 89 728 დოლარი

სისტემური ინჟინერი - 95 713 დოლარი

პროექტების მენეჯერი - 101 716 დოლარი

უფროსი სისტემური ინჟინერი - 107 740 დოლარი

პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი - 110 784 დოლარი

ინჟინერ-მექანიკოსი - 119 150 დოლარი

პროდუქტების დიზაინის ინჟინერი - 119 742 დოლარი

პროდუქტების მენეჯერი - 120 182 დოლარი

უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი - 130 130 დოლარი

დიზაინერი - 167 260 დოლარი