ოთარ დანელია: საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა

მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დადებითად აფასებს მედიატურის ინიციატივას, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს. "ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, სად არის დაპირებული საწარმოები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომაზე ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ 119 ახალი საწარმო დააფინანსა. მინისტრმა ისაუბრა მედიატურის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში მიმდინარეობს და რომლებიც მედიის წარმომადგენლებმა თავად, ლოტოტრონის პრინციპით შეარჩიეს.

ოთარ დანელიას ინფორმაციით, მედიატური გრძელდება და ჟურნალისტები მთავრობის დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს საქართველოს ყველა რეგიონში ესტუმრებიან. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი განწყობა პოზიტიურია.