ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიონერმა ბიზნესმენმა გაიმარჯვა

ფინეთში 19 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მილიონერმა ტექნოკრატმა, იუხა სიპილიამ გაიმარჯვა.

"როიტერის" ინფორმაციით, მიუხედავად გამარჯვებისა, ფინელ მილიონერს მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან - "ჭეშმარიტი ფინელები" მოუწევს სამთავრობო კოალიციის ფორმირება.

გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ბიზნესმენ იუხა სიპილიას პარტიამ ფინეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ სტუბის პარტია დაამარცხა და 200-ადგილიან პარლამენტში 49 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე გასული მოძრაობა 38 ადგილს დაიკავებს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ სტუბის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, მან 47 ადგილის დაკავების უფლება მოიპოვა, სოციალ-დემოკრატებმა კი 34 ადგილის.

"ფინეთი მძიმე ვითარებაშია. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება თანამშრომლობისთვის, რათა სირთულეები დავძლიოთ", - განაცხადა გამარჯვებულმა იუხა სიპილიამ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს ფინეთში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეპირდა.

განათლებით ინჟინერი, 53 წლის იუხა სიპილია პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ ბიზნესიდან მივიდა.