”სოტბის” აუქციონზე იშვიათი სახეობის თეთრ ბრილიანტს გამოიტანენ გასაყიდად

"ევრონიუსის" ინფორმაციით, 100 კარატზე მეტი წონის ბრილიანტის ფასი 23 მილიონი ევროდან დაიწყება.

ნიუ იორკში, "სოტბის" აუქციონზე იშვიათი სახეობის თეთრ ბრილიანტს გამოიტანენ გასაყიდად. "ევრონიუსის" ინფორმაციით, 100 კარატზე მეტი წონის ბრილიანტის ფასი 23 მილიონი ევროდან დაიწყება.

"ეს არის ძალიან იშვიათი, განუმეორებელი, 100-კარატიანი ბრილიანტი, რომელიც ხელოვნების ნამდვილი შედევრი და ბუნების სასწაულია", - ნათქვამია "სოტბის" განცხადებაში.

2013 წელს ჰონგ კონგში ”სოტბის” აუქციონზე 118-კარატიანი ოვალური თეთრი ბრილიანტი 40,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. აუქციონის სახლის მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტი 24,78-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტია, რომელიც 2014 წელს ჟენევაში 46,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.