ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი სავარაუდოდ გაიყიდება

ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

პრემიერმა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაზეც ისაუბრა. ,,ჩვენ ვცდილობთ მოვუძებნოთ ფუნქცია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, რომელიც 350 მილიონი დაჯდა და მთავრობის სახლს, რომელიც 80 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო ეს შენობები ქუთაისში არ ვიცი, როცა სხვა მნიშვნელოვანი პროექტები იყო განსახორციელებელი. მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.