სამ რეგიონში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

Express Bank-ი განაგრძობს სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას ქვეყნის მასშტაბით. "საქართველოს ბანკის” ინფორმაციით, დღეს სამ სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად, 3 ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა. მათივე ცნობით, ახალი Express Bank-ი მომხმარებელს სამტრედიაში რუსთაველის ქ.23, სენაკში რუსთაველის ქ.184 და ზუგდიდში გამსახურდიას ქ.30 მოემსახურება.

ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება, მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით და Express ანაბრით. ქვეყნის მასშტაბით "საქართველოს ბანკის" ახლა, უკვე 94 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.