"ვითიბი ბანკმა" პროგრამა "პრივილეგიების სამყარო" დაიწყო

"ვითიბი ბანკის" VISA-ს პრემიალური ბარათების მფლობელებისთვის პროგრამა "პრივილეგიების სამყარო" დაიწყო. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში Infinite, Platinum და Gold ბარათების მფლობელები პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისას, ბარათის კლასის შესაბამისი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლებები 5-დან 30%-მდე მერყეობს.

კომპანია VISA-ს პროგრამა "პრივილეგიების სამყარო" მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს. ამ ეტაპზე საქართველოში ფასდაკლების მიღება 15-მდე სხვადასხვა მომსახურების და სავაჭრო ობიექტში არის შესაძლებელი. პარტნიორების რიცხვი მუდმივად იზრდება. პროგრამაში ჩართული ობიექტების და ფასდაკლების ჩამონათვალი განთავსებულია ვითიბი ბანკის ვებ საიტზე: www.vtb.ge.