საწვავზე ფასები გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა

როგორც Wissol-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, 26 აპრილიდან ”ვისოლის” ქსელში ფასებმა 5 თეთრით მოიმატა ეკონომ პროდუქტებზე. ამჟამად საწვავზე ვისოლის ქსელში ფასები ასე გამოიყურება: ეკო სუპერი -1.99 ლარი, ეკო პრემიუმი- 1.94 ლარი; ეკო რეგულარი -1.81 ლარი; ეკო დიზელი -1.94 ლარი; ეკო სუპერი 100 - 2.20 ლარი; ევრო რეგულარი -1.78 ლარი; დიზელ ენერჯი -1.79 ლარი.

დღეიდან 5 თეთრით გაძვირდა ”ლუკოილის” ქსელში არსებული ყველა პროდუქტი. ამჟამად ”ლუკოილში” ევროსუპერი - 1.99 ლარი; პრემიუმ ავანგარდი- 1.89 ლარი; ევრო რეგულარი - 1.73 ლარი, ხოლო ევროდიზელი 1.89 ლარი ღირს. 26 აპრილიდან ფასებმა ყველა პროდუქტზე 5 თეთრით მოიმატა ”სოკარშიც”. დღეს ”სოკარში” საწვავის შეძენა მსურველს შემდეგ ფასად შეუძლია: სუპერი - 1.99 ლარი, ნანო პრემიუმი - 1.89 ლარი; ევრო რეგულარი- 1.78 თეთრი; ნანო რეგულარი - 1.75 თეთრი, ნანო დიზელი - 1.76 ლარი, ევრო დიზელი - 1.94 ლარი.

”გალფში” საწვავის შეძენა შემდეგ ფასად არის შესაძლებელი: G-force პრემიუმი- 1.95 ლარი; G-force ევრო რეგულარი -1.89 ლარი; რეგულარი- 1.79 ლარი; ევრო დიზელი - 1.79 ლარი; G-force ევრო დიზელი - 1.95 ლარი; ”რომპეტროლში” კი საწვავის შეძენა მომხმარებელს შემდეგ ფასად შეუძლია: ეფიქსი სუპერ ევრო - 1.99 ლარი, ეფიქსი ევრო პრემიუმი- 1.87 თეთრი, ევრო რეგულარი -1.68 ლარი, ეფიქსი ევრო დიზელი - 1.89 ლარი, ხოლო ევრო დიზელი -1.74 ლარი.