კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დანახარჯებმა 100 მილიარდი დოლარი შეადგინა

2014 წელს მსოფლიო მასშტაბით კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დანახარჯებმა 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.

”როიტერის” ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის საინფორმაციო ინსტიტუტის IMS Health-ის ანგარიშის თანახმად, 2013 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 10,3 პროცენტით, ხოლო ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით 75 მილიარდით გაიზარდა.

IMS Health-ის ცნობით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებზე დახარჯული 100 მილიარდი დოლარი მსოფლიო მასშტაბით ყველანაირ მედიკამენტზე დახარჯული თანხის 10,8%-ია. ამასთან ერთად, IMS Health-ის ანგარიშის თანახმად, 2015-2018 წლებში კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებში დანახარჯის ზრდა წლიურად 6-8% იქნება.

”კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ბაზარზე ძირითადი მომხმარებელი 2014 წელს აშშ იყო, რომელსაც გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია მოჰყვება”, - ნათქვამია IMS Health-ის ანგარიშში. ”როიტერის” ცნობით, 2010-2014 წლის პერიოდში კიბოს საწინააღმდეგო 45 ახალი მედიკამენტი გამოვიდა.