ძვირად ღირებული გატაცებები მილიარდერთა შორის

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჰობი სეზონურადაც იცვლება.

ძვირადღირებული ავტომობილები, იახტები, ძვირფასი მეტალები, ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარული ნივთები - მილიარდერთა საყვარელი გატაცებებია. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ჰობი სეზონურადაც იცვლება.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მილიარდერთა შორის ბოლო პერიოდში პოპულარულ გატაცებებს გვთავაზობს.

ცხენების მოშენება

70-იან წლებში მდიდარ ადამიანებს შორის ცხენების მოშენება საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა თანდათან ეს ბუმი ჩაცხრა. ბოლო წლებში კი მილიარდერები კვლავ გაიტაცა ცხენების მოშონებამ. ერთი ცხენის შენახვა წელიწადში 50 ათასი დოლარი ჯდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიარდერებს საჯინიბოში რამდენიმე ცხენი ჰყავთ, ეს თანხა საკმაოდ იზრდება.

თვითმფრინავის მართვა

მილიარდერების კიდევ ერთი საყვარელი გატაცებაა. თუ ადრე მილიარდერები მილიონობით დოლარს არ იშურებდნენ საკუთარი თვითმფრინავის შესაძენად, ახლა ეს საკმარისი აღარ არის. ახლა მილიარდერებს შორის მოდურადაც კი იქცა, თუ საკუთარ თვითმფრინავს თავად მართავ. მსოფლიო მასშტაბით უკვე იმდენი მდიდარი ადამიანი გაიტაცა თვითმფრინავის მართვამ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითმფრინავის მართვის შემსწავლელი საზაფხულო სკოლების რაოდენობა გაორმაგდა. ასეთ სკოლებში საბაზისო ცოდნის მიღება მინიმუმ 100 ათასი დოლარი ღირს.

ძველებური სპარსული ხალიჩების კოლექციონერობა

არაბ მილიარდერთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება სპარსული ხალიჩების კოლექციონერთა რაოდენობად. 150 წელზე მეტი ხალიჩის ფასი 300 ათასი დოლარიდან იწყება. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ათი სპეციალისტია, ვინც ზუსტად აფასებს ხალიჩის ნამდვილობას, ასაკს და ღირსებულებას. თუმცა, ამ სპეციალისტების მომსახურება რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ღირს.

კომპიუტერული თამაშები

თუმცა, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის 60 დოლარამდე ღირებულების კომპიუტერულ თამაშზე. თუ თქვენ არა უბრალო გეიმერი, არამედ მილიონერი ხართ, საკუთარ თავს შეგიძლიათ ძვირადღირებული კომპიუტერული თამაშის შეძენის უფლება მისცეთ, რომლის ფასიც 15 ათასი დოლარიდან იწყება. 150 ათას დოლარად კი სახლში შეგიძლიათ სპეციალური სათამაშო ოთახი მოიწყოთ.

რობოტები

გასულ წელს ამერიკაში მილიარდერებმა 700 მილიონი დოლარი დახარჯეს რობოტების შესაძენად. თუმცა, რობოტის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. ბოლო წლებში მდიდარი ადამიანები იშვიათად უკვეთავენ რობოტ-მიმტანებსა და რობოტ-მძღოლებს, ახლა პოპულარობით სარგებლობენ რობოტები, რომელთანაც დალაპარაკებაა შესაძლებელი.