რა ღირს დასვენება საქართველოს კურორტებზე

სასტუმროების და სასტუმრო სახლებისთვის მოცემულია სტანდარტული ნომრის მაქსიმალური და მინიმალური ფასი. თუმცა, ცალკე შეიძლება გამოიყოს პენტჰაუსების ფასი, რომელიც ძირითადად ბათუმსა და ქობულეთში გვხვდება და ასეთი სასტუმრო ნომრის ფასი დღე-ღამეში 1300-დან 1917 დოლარამდე მერყეობს.

სასტუმროები და სასტუმრო სახლები

ფასები დოლარშია განსაზღვრული და მითითებული ფასებიც მიმდინარე კურსით არის ნაანგარიშები. ზაფხულში, სასტუმროების მმართველთა თქმით, დოლარში დაწესებული ღირებულება არ შეიცვლება და მოხდება ეროვნულ ვალუტაზე იმდროინდელი კურსით გადაანგარიშება - გაზრდის ან შემცირების მიმართულებით.

საწოლები (კოიკა)

ფასების უმეტესობა ლარში არის განსაზღვრული და როგორც მეპატრონეები ამბობენ, ზაფხულისთვის ფასებს არ გაზრდიან. პირიქით, თუნდაც აქტიურ საკურორტო სეზონზე მათ გასაქირავებელი ადგილების შევსება უფრო აფიქრებთ.