ინგლისში სპორტული ავტომობილის საბარგულში 10 არალეგალი მიგრანტი იპოვეს

ინგლისში იმპორტირებული სპორტული ავტომობილის - "მაზერატის" საბარგულში ათი არალეგალი მიგრანტი იმალებოდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ისინი სავარაუდოდ, ვიეტნამელები არიან. მიგრანტები პოლიციამ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ავტომობილი სატრანსპორტო მანქანით ქალაქ ეგამში გადაჰყავდათ.

ყველა მათგანი დაკავებულია. ცხრა მიგრანტი კენტში საიმიგრაციო სამსახურში, ხოლო ერთი არასწრულწლოვანი ახლოსმდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას სოციალურ დახმარებას აღმოუჩენენ.