დოლარის ყიდვა 2.26-დან 2.28 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26-დან 2.28 ლარის, დოლარის გაყიდვა კი - 2.25-დან 2.26 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

პეკინის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ამ დროისთვის სწორედ ეს ფასები ფიქსირდება. რაც შეეხება ევროს, სავალუტო ჯიხურების ნაწილი ევროს 2.54 ლარად, ნაწილი 2.55 ლარად ყიდის, ხოლო ევროს ყიდულობს 2.50-2.52 ლარის ფარგლებში. როგორც სავალუტო ჯიხურებში აღნიშნავენ, გუშინდელთან შედარებით, როგორც დოლარის, ასევე ევროს ფასმა მოიმატა. დოლარის ყიდვა გუშინ 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი, გაყიდვა 2.24-დან 2.26 ლარის ფარგლებში.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2545 გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2545 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0689 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5151 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5794 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0643 ლარი შეადგინა.