ჩინელმა მილიარდერმა ერთ დღეში 15 მილიარდი დოლარი დაკარგა

ჩინეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ლი ჰიუანმა სულ რაღაც საათნახევარში 15 მილიარდი დოლარი დაკარგა.

CNBC-ის ინფორმაციით, ლი ჰიუანის კომპანიის Hanergi Thin Film Power Group-ის აქციები თითქმის ნახევრად დაეცა, რის გამოც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ქონების ნახევარს შეელია. CNBC-ის ცნობით, ლი ჰიუანის ქონება მანამდე 30 მილიარდი დოლარი იყო.

კომპანიის აქციების ფასის ვარდნის გამო ქონების დიდ ნაწილს შეელია ჰონგკონგელი მილიარდერი პან სუტონგიც, რომელმაც 11 მილიარდი დოლარი იზარალა თავისი კომპანიების Goldin Financial-ისა და Goldin Property-ის აქციების ვარდნის გამო.

”ეს დომინოს პრინციპია. ინვესტორები ჩქარობენ მოგების დაფიქსირებას და მასიურად ყიდიან აქციებს”, - აღნიშნავს ჰონგკონგელი ტრეიდერი ნიკ ჩენგი.