საცხოვრებლად ყველაზე იაფი 10 ევროპული ქვეყანა

ევროპაში ცხოვრება ყოველთვის საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუმცა, არსებობს ისეთი ევროპული ქვეყნებიც, სადაც არც ისეთი ძვირია ცხოვრება, როგორც ეს წარმოგვიდგენია. ამ ქვეყნების ათეულში საბერძნეთი, ესპანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, რუმინეთი და უკრაინა მოხვდნენ. სწორედ ეს ათი ქვეყანა გამოირჩევა ცხოვრების სიიაფის მხრივ.

ბულგარეთში, უკრაინასა და რუმინეთში ბინით უზრუნველყოფა ყველაზე იაფი ჯდება, ყველაზე ძვირი კი ამ მხრივ ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთია. უკრაინაში ბინის და კომუნალური გადასახადების ჩათვლით, ერთ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ 1 450 დოლარი დაეხარჯება. რუმინეთში 1 500 დოლარად იცხოვრებთ ერთი თვის განმავლობაში, მონტენეგროში - 1 100 დოლარად, ბულგარეთში - 1 200 დოლარად, ხორვატიაში კი - 1 300 დოლარად. ათეულის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი საბერძნეთია, სადაც ერთი თვის განმავლობაში ერთი ადამიანის საცხოვრებელი ხარჯები საშუალოდ 1 800 დოლარს აღწევს.