ყველაზე მდიდარი ქალაქი ევროკავშირში

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარი ქალაქი ლონდონია. "ევროსტატის" მონაცემებით, სწორედ ინგლისის დედაქალაქი გამოირჩევა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ევროკავშირის ტერიტორიაზე. ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილს ამ მხრივ ლუქსემბურგი, მესამეს და მეოთხეს კი ბრიუსელი და ჰამბურგი იკავებს. ამას გარდა, ლიდერ პოზიციებზეა ბრატისლავა, სტოკჰოლმი და პრაღაც.

"მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ძირითადად ქალაქში ჩასული მგზავრების რაოდენობა განსაზღვრავს, ზოგიერთ რეგიონში მგზავრების დიდი რაოდენობაა, რაც ქალაქის ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს, ამას კი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ უზრუნველყოფს", - აცხადებენ "ევროსტატში".