ევროპარლამენტს დეპუტატებთან დამშვიდობება ძვირი უჯდება

ევროპარლამენტიდან წასული დეპუტატებისთვის გადახდილმა თანხამ 2009 წლის შემდეგ 40,8 მილიონ ევროს მიაღწია. "ოქროს დამშვიდობება" ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ძალიან ძვირი უჯდება. "ევრონიუსის" ცნობით, ბოლო დროს წასული დეპუტატებისთვის გადასახდელი თანხა  27,6 მილიონ ევროს აღწევს. ეს კი იმაზე გაცილებით მეტია, რაც ევროკავშირმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ნეპალს გადაურიცხა.

ევროპარლამენტარები წლიურად საშუალოდ 96 000 ევროს გამოიმუშავებენ. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი ევროპარლამენტი მათ ყოველთვიურად გარკვეული დროის განმავლობაში განსაზღვრული რაოდენობის თანხას ურიცხავს, რასაც "ოქროს დამშვიდობებას" უწოდებენ. მსგავს თანხას ევროპარლამენტარები უწყების დატოვების შემდეგ მინიმუმ ექვსი თვის, მაქსიმუმ კი ორი წლის განმავლობაში იღებენ, ეს დამოკიდებულია მათი მუშაობის წლების რაოდენობაზე.