ნოდარ ხადური ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის ინიციატივაზე პოზიციას არ აფიქსირებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.

როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე პარლამენტი მუშაობს და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. "საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მისი ინიციატივა", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა - რას ფიქრობს პირადად თვითონ ბიზნესის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მომზადებული ცვლილებები ნეგატიურად იმოქმედებს საინვესტიციო გარემოზე.