ემიგრანტმა წყვილმა ქონება ”ამერიკას” დაუტოვა

პიტერ და ჯოან პეტრასეკებმა, რომელთაც ნათესავები არ ჰყავდათ, მთელი ქონება - 847,215 დოლარი აშშ-ის მთავრობას დაუტოვეს.

სიეტლში მცხოვრებმა ემიგრანტმა წყვილმა ქონება ამერიკას დაუტოვა. The Huffington Post-ის ინფორმაციით, პიტერ და ჯოან პეტრასეკებმა, რომელთაც ნათესავები არ ჰყავდათ, მთელი ქონება - 847,215 დოლარი აშშ-ის მთავრობას დაუტოვეს.

79 წლის ჯოან პეტრასეკი 1998 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე პიტერი კი 2012 წელს. თუმცა, პეტრასკების ოჯახის ადვოკატს რამდენიმე წელი დასჭირდა წყვილის ანდერძის აღსასრულებლად, რის გამოც მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ადვოკატის განცხადებით, პიტერ და ჯოან პეტრასკებმა ამ ჟესტით მადლიერება გამოხატეს აშშ-ში ცხოვრების გამო.

პიტერ პეტრასკი 1920 წელს ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა. აშშ-ში ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს გადაბარგდა, ჯოანი კი ირლანდიელი იყო. სიეტლის რადიოწამყვანის დორი მონსონის თქმით, პეტრასკების ქონების დახარჯვას აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება სულ რაღაც 8 წამს მოანდომებს.