გიორგი ქადაგიძე: გუნდს, რომელსაც ეროვნული ბანკის ინსტიტუტს გადავაბარებთ, ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე

იმ გუნდს, რომლსაც ჩვენ ეროვნული ბანკის ინსტიტუტს გადავაბარებთ, ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადგინა.

"ეროვნულ ბანკს პირველად 1994 წლის შემდეგ ვალი აღარ აქვს. იმ გუნდს, რომლსაც ჩვენ გადავაბარებთ ეროვნული ბანკის ინსტიტუტს, ჩვენ ვაბარებთ გამართულ, აწყობილ ინსტიტუტს, ვალების გარეშე. რა თქმა უნდა, მე ამ აუდიტორიას არ ვაკადრებ იმ არასერიოზული ბრალდების ახსნას, თითქოს ჩვენ წინსწრებით დავფარეთ 400 მილიონი და ამან ხელი შეუწყო ლარის კურსს და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება", - განაცხადა ქადაგიძემ.