ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინებები

განქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ეტაპია, თუმცა ცხოვრება გრძელდება და წინ ბევრი ისეთი რამაა, რის გამოც ღირს ცხოვრება.

bpn.ge გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებებს, რომლებიც ქმრების გადაწყვეტილებით ან სასამართლოს გზით მომხდარა.

მელ და რობინ გიბსონები

განქორწინების თარიღი: 2009-2011

კომპენსაციის თანხა: $425 მლნ.

გიბსონები ერთმანეთს დაშორდნენ 31 წლიანი ქორწინების შემდეგ. რობინმა დაიბრუნა თავისი გვარი მური და მიიღო უფლება, გაზარდოს თავიანთი საერთო 7 შვილი. მაგრამ $425 მილიონზე საქმე არ შეჩერებულა, მელმა უნდა გადაუხადოს თავისი კინოსგან მიღებული ჰონორარების ნახევარი თავისი შვილების დედას.

სტივ და ელეინ უინები

განქორწინების თარიღი: 2010

კომპენსაციის ზომა: $750 მლნ.

აზარტული თამაშების მაგნატის და მისი ექს-ცოლის ისტორია რომანტიკულად დაიწყო. ახალგაზრდობაში ისინი ერთმანეთს კოლეჯში ხვდებოდნენ. სტივი იყო უჭკვიანესი ადამიანი კურსზე, ხოლო ელეინი - სილამაზის დედოფალი. 1963 წელს ისინი დაქორწინდნენ,  23 წლის შემდეგ კი გაშორდნენ, თუმცა ცოტა ხანში ისევ დაქორწინდნენ. მიუხედავად ამისა, მათი თანაცხოვრება 2010 წელს კვლავ დაშორებით დასრულდა. ელეინს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომპანია Wynn Resort-ის საქმეების მართვაში და მისი ქონება შეფასებულია $1.7 მლრდ-ით.

ადნან და სორაია ჰაშოგები

განქორწინების თარიღი: 1974

კომპენსაციის ზომა: $874 მლნ.

ადნან ჰაშოგმა ფული გამოიმუშავა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის იარაღის გაყიდვით და დააარსა თავისი კომპანია Triad-ი. კომპანიაში შედიოდნენ ბანკები და სასტუმროები დედამიწის ნებისმიერ წერტილში. 1961 წელს მან მოიყვანა ცოლად სორაია, მაგრამ 1974 წელს ისინი დაშორდნენ და ეს განქორწინება 70-იან წლებში ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებად მიიჩნეოდა. განქორწინების მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი რომლებსაც ისინი ზრდიდნენ, არ იყო ადნანის და ეს ფაქტი დე-ენ-ემ-ის ტესტმა დაამტკიცა.

ბერნი და სლავიკა ეკლსტოუნები

განქორწინების თარიღი: 2008

კომპენსაციის ზომა: $1.2 მლრდ.

სლავიკა სრულიად შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს მილიარდელის ცოლს. ის იყო მაღალი, გამხდარი, ელეგანტური და მოხდენილი, ამასთან დიზაინერ ჯორჯიო არმანის საყვარელი მოდელი. 159 სმ-ის ბერნი ეკლსტოუნი, რომელიც არის “ფორმულა 1-ის” პრეზიდენტი, მასთან შედარებით აქსესუარს წარმოადგენდა. ისინი ერთად  24 წელი ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ მათი თანაცხოვრებაც განქორწინებით დასრულდა.

რუპერტ და ანა მერდოკები

განქორწინების თარიღი: 1998-1999

კომპენსაციის ზომა: $1.7 მლრდ.

82 წლის მედიამაგნატის რუპერტ მერდოკის ქონება შეფასებულია $11.2 მილიარდით. მის მფლობელობაშია News Corporation, ასევე კინოკომპანია 20th Century Fox, გამოცემა HarperCollins და გაზეთები The Wall Street Journal, The Times, The Sun და New York Post. 1960-იან წლებში ის დაქორწინდა ანა თორვზე. მათ ეყოლათ 3 შვილი და ქორწინებამ  32 წელი გასტანა. ქორწინებას ბზარი მაშინ გაუჩნდა, როდესაც რუპერტი 38 წლის ვენდი დენგს შეხვდა.

ალეკ და ჟოსლინ უილდენშტეინები

განქორწინების თარიღი: 1997-1999

კომპენსაციის ზომა: $2.5 მლრდ და პლიუს ყოველწლიურად $100 მილიონი 13 წლის განმავლობაში.

1997 წლამდე უილდენშტეინების ოჯახი წარმოადგენდა ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერთა ოჯახს. მათ მფლობელობაში იყო უდიდესი კომპანია სახელად Wildenstein&Co. წყვილი 1999 წელს განქორწინდა. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ჟოსლინს სურდა გაეკეთებინა 13 პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ცუდად დასრულდა და ის სრულიად დამახინჯდა. 2008 წელს 68 წლის ასაკში ალეკი გარდაიცვალა, ხოლო ჟოსლინი აგრძელებს უზრუნველად ცხოვრებას – მისი სატელეფონო გადასახადები წელწადში $60 000 შეადგენს, ხოლო კვებაზე დანახარჯები-  $540 000.

მაიკლ და მაია პოლსკები

განქორწინების თარიღი: 2006

კომპენსაციის თანხა: $184 მლნ.

მაიკლ და მაია პოლსკები გამოექცნენ საბჭოთა კავშირს და დაქორწინდნენ კიევში 1970-იან წლებში. 1976 წელს ისინი გადასახლდნენ ამერიკაში, სადაც  მაიკლმა დააარსა დამოუკიდებელი ელექტროკომპანია სახელად SkyGen Energy. მაია თავიდან დიასახლისი იყო, შემდეგ კი სურათების გალერეა გახსნა. ამერიკაში გადასახლებიდან 30 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.

რომან და ირინა აბრამოვიჩები

განქორწინების თარიღი: 2006

კომპენსაციის ზომა: $300 მლნ.

16 წლიანი ქორწინების განმავლობაში აბრამოვიჩმა მოახერხა იმდენი, რომ გახდა «Уют-ის» დირექტორი, ასევე ნავთობთრეიდერი, «Сибнефти-ის» და «Евраз-ის» მფლობელი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, გუბერნატორი და საფეხბურთო კლუბ Chelsea-ის მფლობელი. ამ ხნის განმავლობაში ირინა მუშაობდა სტიუარდესად და გააჩინა 5 ბავშვი, განქორწინების მიზეზი აბრამოვიჩის ღალატი გახდა.

რობერტ ჯონსონი და შეილა კრამპი

განქორწინების თარიღი: 2002

კომპენსაციის ზომა: $400 მლნ.

მედიამაგნატი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდელია, რომელიც Forbes-მა ჩაწერა ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში. Black Entertainment-ის დამაარსებელმა გრძელი გზა განვლო წარმატებამდე, შეილა კი ამ გზაზე მუდმივად იყო მისი დამხმარე. განქორწინების საშუალებით, შეილა გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელიც ერთდროულად ფლობს სამ სპორტულ კლუბს, ესენია: ჰოკეის კლუბი Washington Capitals და საკალათბურთო კლუბები Washington Wizard და Washington Mystics. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახლა შეილა იმ მოსამართლეზეა დაქორწინებული, რომელიც 2002 წელს საქმეს უძღვებოდა.

იხილეთ წყვილების ფოტოები