ნეპალში საცხოვრებელი სახლების აღდგენას 175 მილიონი დოლარი დასჭირდება

მიწისძვრის შედეგად ნეპალში 500 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ობიექტი განადგურდა.

ნეპალში, მიწისძვრის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლების აღდგენას 175 მილიონი დოლარი დასჭირდება.

გაერო-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ნეპალში 500 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი და კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ობიექტი განადგურდა.

გაერო-ს წარმომადგენლის მაგდი მარტინეს-სოლიმანის თქმით, საბედნიეროდ, ინფრასტრუქტურის დიდი ობიექტები, როგორებიც აეროპორტი და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემებია, მიწისძვრით გამოწვეულ ნგრევას გადაურჩა.

მისივე თქმით, ნეპალისთვის მიყენებული ზარალის ოფიციალური შედეგები ივლისში გახდება ცნობილი.

გაერო-ს ცნობით, ნაპალის 2,8 მილიონი მოსახლე ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს. მათგან 860 ათასი კი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა. ”იუნისეფის” მონაცემებით, ქვეყანაში 70 ათასი ბავშვი შიმშილობისა და ინფექციური დაავადებებით დაინფიცირების ზღვარზეა.

ნეპალში 25 აპრილს 7,8 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრას ბოლო მონაცემებით, 8 669 ადამიანი ემსხვერპლა, 348 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.