ჩინელი მილიარდერის შვილმა ძაღლს Apple-ის ოქროს საათი უყიდა

ჩინელი მილიარდერის ვონგ იანლინის შვილმა, ვონგ სიცონმა საკუთარ ძაღლს ორი ცალი ოქროს Apple Watch უყიდა.

გამოცემა ”ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით, Apple-ის ერთი საათის ღირებულება 12 ათასი დოლარია.

მილიარდერის შვილმა ძვირად ღირებული საათებით დამშავენებული ძაღლის ფოტო სოციალურ ქსელში თავისი ძაღლის ექაუნთზე გამოფინა მინაწერით: ”ახალი საათები მაქვს. წესით, ოთხი ცალი უნდა მქონდეს, მაგრამ ოთხივე თათზე ოქროს საათი ძალიან ვულგარული იქნებოდა. ამიტომ მხოლოდ ორ თათს დავიმშვენებ, რაც ძალიან შეეფერება ჩემს სტატუსს. თქვენც გაქვთ ასეთი საათი?”

ვონგ სიცონის მამა, ჩინელი მილიარდერი ვონგ იანლინი ჩინეთის ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ”დალიან ვანდა ჯგუფის” მფლობელია, რომლის ქონებაც 14,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ოქროს Apple Watch-ის ექსკლუზიური მოდელების მფლობელი მსოფლიოში რამდენიმე ცნობილი ადამიანია, მათ შორის კარლ ლაგერფილდი, ბიონსე და კეინი უესტი არიან.