სემეკ-მა მოქალაქეებს 34 000 ლარამდე თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 28 მაისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიამ მოქალაქეებსა და "თელასს" შორის დავები განიხილა, რომლებიც ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, კომისიამ იმსჯელა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიმართ მოქალაქეთა საჩივრებზე. მთლიანობაში ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 33 927 83 ლარი შეადგინა.

კომისია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში კომპანიების მხრიდან ირღვევა მათი უფლებები, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. ასევე, კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ცხელ ხაზზე – 2420180 ან Facebook-ში სემეკის ოფიციალურ გვერდზე.