"საქართველოს რკინიგზა" სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში 50 ათას ლარს გადარიცხავს

"საქართველოს რკინიგზა" სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში 50 ათას ლარს გადარიცხავს. "სს "საქართველოს რკინიგზა" მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს სტიქიური უბედურების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სს "საქართველოს რკინიგზა" სპეციალურად შექმნილ ფონდში 50 ათას ლარს გადარიცხავს. რკინიგზელები სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე საათებიდან იყვნენ ჩართული და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა კვლავ მიიღონ", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.