"უფასო ტაქსის" მძღოლი გიორგი ლომიძე ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება

24 წლის გიორგი ლომიძე, რომელიც მოხალისეებს საკუთარი ავტომანქანით უსასყიდლოდ ემსახურებოდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობაში დასაქმდება, - ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბის გუშინდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ლომიძე, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება და კარგად იცნობს რაიონს, მონიტორინგის სამსახურში იმუშავებს. "ახალგაზრდას უკვე შეხვდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი და იგი მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.