სილვიო ბერლუსკონისთან გაყრის სანაცვლოდ ვერონიკა ლარიო ყოველთვიურად 1,4 მილიონ ევროს იღებს

სილვიო ბერლუსკონის ყოფილი მეუღლე ვერონიკა ლარიო გაყრის დროს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ყოველთვიურად 1,4 მილიონ ევროს იღებს.

იტალიის ყოფილ პრემიერს 2014 წელს მონძას სასამართლომ ვერონიკა ლარიოსთვის ყოველთვიურად 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა, მილიონერმა მედიამაგნატმა სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის შემდეგაც ყოფილი მეუღლისთვის 1,4 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა ყოველთვიურად.

სილვიო ბერლუსკონი და ვერონიკა ლარიო 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. წყვილს სამი შვილი ჰყავს. გაყრის შემდეგ ვერონიკა ლარიო მაკერიოში მდიდრულ ვილას და ბერლუსკონის ბიზნეს-იმპერიის წილსაც ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.