დასაქმებული ქალბატონების გოგონათა უმრავლესობა თავადაც დასაქმებულია

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად, დასაქმებული დედების გოგონათა უმრავლესობა მომავალში თავადაც დასაქმებულია, იკავებენ მაღალ პოზიციებს და გამოიმუშავებენ იმაზე მეტ თანხას, ვიდრე უმუშევარი დედის შვილები.

მკვლევარებმა ასევე დაასკვნეს, რომ დასაქმებული დედის ფაქტორი ეფექტურად აისახება ბიჭებზეც. კვლევის თანახმად, დასაქმებული დედების გოგონების დასაქმების მაჩვენებელი 4,5%-ით მეტია, ვიდრე დიასახლისი ქალბატონების გოგონების. ხოლო დასაქმებული ქალბატონების გოგონების 33% აღმასრულებელ პოზიციებს იკავებენ მაშინ, როცა წამყვან თანამდებობებზე დიასახლისების გოგონათა მხოლოდ 25%-ია.

"როდესაც თავად ხართ დასაქმებული და ყოველდღიურად მიდიხართ სამსახურში, ამით საკუთარ შვილების იმის გააზრების მაგალითს აძლევთ, რომ ცხოვრებაში უამრავი შესაძლებლობები არსებობს", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კეტლინ მაკგინმა.