რა კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდა სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი: "ზუგდიდსა და თბილისში დააკავეს თაღლითები, რომლებიც ჩვენი სახელით სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ"

კორუფციული სქემა გამოააშკარავა დევნილთა და განსახლების სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა? "კვირის პალიტრას" დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ესაუბრა:

- როდესაც კორუფციულ სქემებზე ლაპარაკი იწყება, მეტწილად ეს იმას ნიშნ­ავს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც­ არსებობს. სახელმწიფო აუდ­იტის სამსახურის დასკვნამ გამოააშკარავა­ კორუფციული­ სქემა, რომელიც ჩვენს უწ­ყ­­ე­ბაში მოქმედებდა.­ ცუდი ის არის, რომ ერთ-ერთმა ოპოზიცი­ურმა ჯგუფმა ამ ყველაფერთან ჩემი სახელის მიბმა სცადა. ეს კორუფციული სქემა ჩემი ამ უწყებაში მინისტრობის პირველივე დღეებში გავშიფრე და რეაგირება მოსვლის დღიდ­ანვე დავიწყე. ეს ფაქტები ჯერ ჩვენი სამს­ახურის შიდა აუდიტმა მოიკვლია და დასკვნაც მოამზადა, რომლის მიხ­ედვითაც რადენიმე ჩინოვნიკი სამსახური­დან­­ გავაგდე, შესაბამის­ უწყებებს კი ვთხოვე, მათი ქმედებები საფუძვლიანად შეესწავლა. ვაცხადებ: პირველ რიგში ამ სამინისტ­როში თუ რამეს არ დავუშვებ, ეს კორუფცია და დევნილების თანხების მითვისებაა!

- რა კორუფციულ სქემაზეა საუბარი?

- ჩვენი სამინისტროს წარმომადგენ­ელს,­ კერძოდ, ზედამხედველობის სამმა­რ­თველოს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ მაღა­ლდაძეს, ჰქონდა დაფუძნებული კომპანია "სოდომი" და სამშენებლო მასალებით ამარაგებდა­ ჩვენს ტენდერებში გამარჯვებ­ულ კომპანიებს:­ "ნიუ კონტრაქშენსა" და "ენბიჯის". ესე იგი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, რომელიც, ერთი მხრივ, იყო საჯარო მოხელე, თავად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და მეორე­ მხრივ, კორუფციულ სქემაშიც მონაწილეობდა.

ის არათუ აკონტროლე­ბდა ტენდერებში გამარჯვებული საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიების საქმიანობას (რაც უშუ­ალოდ ევალებოდა), არამედ ხელს უწყობდა და სამშენებლო მასალებს თავად აწვდიდა. ეს კორუფც­იული სქემა გავშიფრე, დასკვნა დავწერე და პროკურატურას გადავუგზავნე. სამსახურიდან გავათავისუფლე ის პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციულ სქემაში გამოიკვეთა. ესენი იყვნენ: საფინანსო დეპარტამენტის უფროსი­ ამირან გოგიძე, ტექნი­კური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე და ამავე­ სამმართველოს მთავარი­ სპეციალისტი რატი სვანიძე. საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. რაც შეეხება "ენბიჯისა" და "ნიუ კონტ­რაქშენს", მათ ზოგ შემთხვევაში უხარისხოდ, ზოგან კი საერთოდ ვერ შეასრ­ულეს სამუშაოები, რაც ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული.

- ამ კომპანიებს რა ღირებულების სამუ­შაოები უნდა შეესრულებინათ და სახელმწიფომ რამდენი ლარით იზარალა?

- სამინ­ისტროს სულ სამ კომპანიასთან ჰქონდა­ გაფორმებული ხელშეკრულება. აქედან ერთ-ერთმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მასთან სადავო ჯერჯერ­ობით არაფერი გვაქვს. ამ სამი კომპანი­ის­თვის ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტია გად­არიცხული. "ენბიჯისა" და "ნიუ კონტრაქშე­ნისთვის" 8 მილიონამდე ლარი იყო გადარიცხული. "ენბიჯისგან" ბიუჯეტს მილიონ 600 ათასზე მეტი ლარი უკან დაუბ­რუნდა, "ნიუ კონტრაქშენისგან" - 500 ათას ლარზე­ მეტი. ეს ფული იმ ბანკებმა გადაიხადეს, რომელთა გარანტიებიც ზემოხსენებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისას ჰქონდათ წარმოდგენილი. დღეს ამ კომპანიებთან დასაბრუნებელი თანხების­ გამო დავას ვაგრძელებთ. და კიდევ­: ირმა ნადი­რაშვილი რომ ლაპარაკობს ჩვენს უწყებაში კორუფციული სქემის არსებ­ობაზე, ისიც თქვას, 2009-დან 2012 წლამდე სახელმწი­ფო­ უწყებებს­ "ნიუ კონტ­რა­ქშენსა" და "ენბიჯისთან" 20 მილიონის სამ­უშაოს შესრუ­ლებაზე რომ ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული.

- იქნებ იმ დროს ეს კომპანიები უკეთ ასრულებდნენ სამუშაოს?

- კარგად ვიცით, როგორც ასრულ­ებდნენ. იუსტიციის სამინისტროს ავტო­ფა­რეხების მაგალითზე გამოჩნდა, როგორ ჰქონდათ შესრ­ულებული. სასჯელაღსრულების სამინისტროშიც­ სარემონტო სამუშაოებზე ტენ­დერი "ენბიჯიმ" მოიგო.­ მათ ყველაზე დაბალი ფასი ჩადეს პირობ­ებში, რაც აპრ­ობ­ირებული ხერხი იყო. ამ გზით ტენდერს იგებდნენ, შემდეგ კი სამუშაოებს არ, ან უხარისხოდ ასრულებდნენ.­ ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშა­ობისას მოვიკითხე ინფორმაცია ზემოთ ხსენებული კომპანიების შესახებ, ისინი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებად მივიჩნიე და ტენდერის შედეგები გავაუქმე. საბოლოოდ, იქ სულ სხვა კომპანიამ შეასრულა სარემონტო სამუშაოები. შემდეგ ამ სამინისტროში გადმომიყვანეს და აღმოჩნდა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერებში ჩემგან დაწუნებული კომპანიები იყვნენ გამარჯვებული. პირველი, რაც გავაკეთე, კონკურ­ენციისა და სახელმწიფო­ შესყიდვების სააგენტოს მათი ელექტრონულ შავ სიაში შეყვანა მოვთხოვე.

ასეც მოხდა, თუმცა ჩვენ დაგვრჩა პრობ­ლემური ობიექტები, სადაც სხვადასხვა­ მიზეზის გამო დევნილები ვერც კი შევასახ­ლეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო გორში ყოფ­ილი საავადმყოფოს შენობა,­ რომლის რეაბილიტაციაზე­ "ენბიჯის" უნდა ემუშავა. ხელ­შ­ეკრულება დაიდო მილ­იონ ასი ათას ლარად ღირე­ბულ სამუშაოზე და 820 ათასი­ ლარის სამუშაო უკვე შესრულებულად იყო ჩათვლილი. ამიტომ ექსპერტიზის ჩატარება მოვით­ხოვეთ. ამასობაში დევნილები ჩვენს წინააღმდეგ განაწყვეს. როგორც ველოდით, ექსპერტიზის დასკვნით, ამ ობიექ­ტზე არა 820 ათასი, არამედ 137 ათასი ლარის სამუ­შაო იყო შესრულებული. ამასობაში კი შენობაც ჩამოინგრა(?!). ცხადია, იქ რომ დევნილები ყოფილიყვნენ, შესაძლოა, დიდი ტრაგედია­ დატრიალებულიყო.

ვაზიანში დევნილების­ საცხოვრებელი კო­რპუსების რეაბილიტაციაზე "ნიუ კონტ­რაქშენი" მუშაობდა. ერთ-ერთ კორპუსში გადაუღიათ "აგვისტოს 5 დღე". ალმოდ­ებული ქალაქის საჩვენებლად შენობაში ლოკალური ხანძრის კერები გაუკეთებიათ, ვერტმფრენი ამ კორპუსზე ჩამოვარდილა და ა.შ. მერე ეს ყველაფერი მილეს-მოლესეს­. ეს რომ გავიგე, კვლავაც სამუშაოების ხარისხზე ექსპერტიზის დასკვნა მოვითხოვე. დადგ­ინდა, რომ შენობების მდგ­რადობა საეჭვო იყო. ამასთან, სამუშაოების შესრულება ნახაზს არ შეესაბამებოდა.

ქუთაისში, ნიკეაზე მდებ­არე საწარმო დევნილთა საც­ხ­ოვრებლად უნდა გადაეკეთებინათ, რაც მარცხისთვის განწირული ცდა იყო. საწარმოსგან ნორმალური საცხ­ოვ­რებელი კორპუსი არ გამოვა. თუმცა იქ 450 000 ლარის სამუშაო უკვე შესრულებული იყო. აქაც გაგვიჩნდა პრეტენზია "ენბიჯისთან"...

- აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ ობიექტებში დე­ვნილთა შესახლების სამოქ­მედო გეგმა 2014 წლამდე იყო გაწერილი,­ რაც ვერ მოხერხდა.­ ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ რამდენად გეკისრე­ბათ?

- გარწმუნებთ, დასკვნაში მოყვანილი ფაქტები ჩემს წინააღმდეგ არ მეტყველებს. თქვენც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეუძლიათ გაეცნონ დასკვნას და ჩემს სიმართლეში დარწმუნდნენ.

- დასკვნაში ლაპარაკია ისეთ დარღვევებზე­, როგორიც­ არის, მაგალითად, ისეთი პირ­ების­ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება,­ რომლებიც დევნილები არ არიან, ან ეს სტა­ტუსი უკვე შეჩერებული აქვთ. ასეთი ფაქტები თქვენი მინისტ­რობის პერიოდში არ ყოფილა?

- ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმა­ც­ია­ თავად მივაწოდეთ აუდიტის სამსახურს.

ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინება გაგვიჭირდება, მაგრამ მსგავს­ ფაქტებს როგორც კი აღმოვაჩენთ, მყისვე რეაგირებას ვახდენთ. სხვათა შორის, გასულ კვირას ზუგდიდსა­ და თბილისში დააკავეს თაღლითები, რომ­ლებიც ჩვენი სახელით სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ.

- ჩვენ ადრეც ვწერდით დევნ­ილთა საცხოვრებლებში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ. თქვენმა წინამორბედმა, დავით დარახველიძემ­ აღნიშნა, რომ ამაზე კონტროლი ამჟამად თქვენი მოადგილე მამუკა ცოტ­ნიაშვილისთვის ჰქონდა დავალებული.

- ცოტნიაშვილის ფუნქციებში არ შედ­იოდა მშენებლობების ხარისხზე კონტ­როლი, ეს ევალებოდა ზედამხედველობის სამსახურს, რომლის ხელმძღვანელიც კორუფციულ სქემაში თავად იყო ჩართული.

ეკა ასათიანი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"