ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითები?

ჟურნალ "ფორბსის" 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი წლიური შემოსავალი ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეიუეზერმა მიიღო. მისმა წლიურმა შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია. მეორე ადგილზე ასევე სპორტსმენი და კიდევ ერთი მოკრივე, ფილიპინელი მენი პაკიაო გავიდა, რომლის შემოსავლებმაც 160 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა მაღალანაზღაურებად ცნობილ ადამიანებს, მესამე ადგილზე მომღერალი კეტი პერი გავიდა 135 მილიონი დოლარით. ათეულში ასევე შევიდნენ ჯგუფი One Direction, მწერალი ჯეიმს პეტერსონი და ფეხბურთელი კრისტიანუ რონალდუ. ასი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების რეიტინგში მოხვდა ჩოგბურთელი მარია შარაპოვაც. მისმა წლიურმა შემოსავალმა 29.5 მილიონი დოლარი შეადგინა.