ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2465 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2465 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2483 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5116 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4992 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0124 ლარი შეადგინა.