ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარსდგება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარსდგება. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენა არ მოხდება. როგორც ბიუროს დასრულების შემდეგ ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრლამენტი დღეს რიგგარეშე სესიაზე, 2014 წლის წლიურ ანგარიშს და მთის შესახებ კანონს განიხილავს.