აშშ შვეიცარიისგან ფიფა-ს შვიდი ხელმძღვანელი პირის ექსტრადირებას ითხოვს

აშშ შვეიცარიას ფიფა-ს შვიდი ხელმძღვანელი პირის ექსტრადირებას სთხოვს. "ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. ექსტრადირების ოფიციალური თხოვნა შვეიცარიის ფედერალურმა საგამოძიებო ორგანომ უკვე მიიღო.

ფიფა-ს მაღალჩინოსნები გასულ თვეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში დააკავეს. ისინი იმ 14 მაღალჩინოსანს შორის არიან, რომლებსაც შვეიცარია 2018 და 2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია აშშ-შიც, სადაც ფიფა-ს ხელმძღვანელ პირებს, ქრთამის სახით, ბოლო 24 წლის განმავლობაში 150 მილიონ დოლარზე მეტი თანხის აღებაში ადანაშაულებენ.