რისგან შედგება წარმატებული ადამიანების საუზმე

როგორ იწყებენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები დილას? მეცნიერები ამბობენ, რომ დილის საკვები, ვარჯიში და განწყობა დიდწილად განსაზღვრავს მთელ დღეს და ზოგადად წარმატებას.

მაგალითად, ინგლისელი ბიზნესმენი და ინვესტორი რიჩარდ ბრენსონი დილაობით ხილის სალათს და ე.წ "მუსლის" ჭამს, რაც გერმანიასა და შვეიცარიაში პოპულარულ საუზმეს წარმოადგენს. ხანდახან ის შებოლილ თევზსაც მიირთმევს. სატელევიზიო შოუ Today-ის ამინდის ბლოკის წამყვანი ელ როკეი კი დილით, სატელევიზიო რეკლამის დროს პროტეინებით მდიდარ იოგურტს ჭამს. ხანდახან ის ნუშის კარაქსაც მიირთმევს.

ამერიკული სუპერმარკეტების ქსელის Whole Foods Market-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ჯონ მაკი დილაობით ბოსტნეულის წვენებს ანიჭებს უპირატესობას. იგი ცნობილია ჯანსაღი კვებით, ამიტომაც მაკი ყოველ დილას კვებას დიდ ყურადღებას აქცევს. მისი საუზმე ძირითადად შედგება ნუშის, შვრიის, ბრინჯის, ცოცხალი ბოსტნეულის, ისპანახისა და სოიოს რძისგან.

მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი ორჯერ საუზმობს. მისი საუზმე ვაფლის, ნუშის კარაქის და კვერცხისგან შედგება. შემდეგ ის იწყებს მუშაობას და ცოტა ხანში მიირთმევს კიდევ ერთ კვერცხს და პროეტინებით მდიდარ იოგურტს.

ჯანსაღი კვებით ვერ გამოირჩეოდა რკინის ლედის სახელით ცნობილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი – მარგარეტ ტეტჩერი. იგი დილას ყავით ან ერთი ცალი გრეიფუტით იწყებდა. რაც შეეხება საჭმელს, ტეტჩერი დილით თითქმის არ ჭამდა. ტეტჩერისგან განსხვავებით, უისტონ ჩერჩილი დილით ნოყიერად იკვებებოდა. იგი კვერცხს, ტოსტს, ჯემს, ხორცს, გრეიფუტსა და ვისკისაც კი მიირთმევდა. მისი საუზმე ორ ლანგარზე უნდა ყოფილიყო განთავსებული. საუზმის შემდეგ იგი ხელებს იბანდა და სიგარასაც ეწეოდა.