რუსი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე დიდ იახტას იშენებს

რუსი მილიარდერი ანდრეი მელნიჩენკო მსოფლიოშიყველაზე დიდ იახტას იშენებს, რომლის სიგრძეც დაახლოებით 147 მეტრი იქნება.

ტელეკომპანია CNBC-ის ინფორმაციით, იახტის მშენებლობა საიდუმლოდ დაიწყო. რუსი მილიარდერის იახტას, სახელწოდების White Pearl (”თეთრი მარგალიტი” ) 3-სართულიანი ღია ატრიუმი და უზარმაზარი აუზი ექნება.

იახტის ეკიპაში 66 ადამიანისგან შედგება, იახტის მშენებლობა იკ 2016 წლის ივლისისთვის დასრულდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა ჯდება ”თეთრი მარგალიტის” მშენებლობა.

ანდრეი მელნიჩენკოს უკვე ეკუთვნის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და უზარმაზარი იახტა “A”, რომლის ღირებულებაც 300 მილიონი დოლარია.

ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, ”ევროხიმის” თანამფლობელი ანდრეი მელნიჩენკო რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს. 2015 წილს მონაცემებით, რუსი მილიარდერის ქონება 9,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.