როგორ გამოიყურება ათენის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული სპორტული მოედნები დღეს

ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა საბერძნეთს საერთო ჯამში, დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი დაუჯდა

საბერძნეთის დედაქალაქმა ათენის ოლიმპიურ თამაშებს 2004 წელს უმასპინძლა. ამერიკელი ეკონომისტის ენდრიუ ზიმბალისტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა საბერძნეთს საერთო ჯამში, დაახლოებით 15 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუმცა თავდაპირველი ბიუჯეტი 1,6 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, გადაჭარბებული ხარჯების დიდი ნაწილი საბერძნეთის მთავრობაზე მოდის, რომელმაც წლის ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიების მასპინძლობისთვის მხოლოდ ძვირადღირებული, სპეციფიკური სპორტული შენობები, მათ შორის ოლიმპიური სოფელი, მედია ცენტრი, კანოე/კაიაკის სლალომისთვის განკუთვნილი ცენტრი ააშენა.

"თუმცა, როდესაც თამაშების დასრულების შემდეგ, 2004 წლის აგვისტოში სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ, ორგანიზატორებმა საჭირო და აუცილებელი გაკვეთილი ისწავლეს - ათენს აბსოლუტურად არაფერში სჭირდებოდა კანოე/კაიაკის სლალომის ცენტრი. დღეს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული სტადიონები ყოვლად გამოუსადეგარია და როგორც ფოტოებზე ჩანს, ოლიმპიური სოფელი ცარიელია, პლაჟის ფრენბურთის, კაიაკისა და სოფთბოლის მოედნები კი ბალახით არის დაფარული", - ნათქვამია "ბიზნეს ინსაიდერის" სტატიაში.

იხილეთ ფოტოგალერეა