გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაასრულა

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 63.3 მლნ ლარით, ანუ 0.3 პროცენტით გაიზარდა და 23.4 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით გაიზარდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.3 პროცენტია.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.6 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ივნისის თვის წმინდა მოგებამ 57.4 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა კი  საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.3 პროცენტი შეადგინა.