ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკურ საკითხებსა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას აფასებს.

შეხვედრაზე საუბარი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.