საქართველოს საზღვარზე ფულის უკანონო გადატანაზე სანქციები მკაცრდება

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა-გადმოტანის, ან არასწორი დეკლარირების გამო ჯარიმა ათასი ლარიდან 3 ათას ლარამდე იზრდება.

იმ შემთხვევაში, თუ თანხის მოცულობა 50 ათასიდან 100 ათას ლარს აღწევს, კანონდამრღვევი პირი ამიერიდან 3 ათასის ნაცვლად 5 ათას ლარით დაჯარიმდება. 100 ათასი ლარის ზევით კი ფულისა, თუ ფასიანი ქაღალდის საბაჟოს კონტროლის გვერდის ავლით გატანა საერთო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით დაჯარიმებას, ან ამ საქონლის ჩამორთმევას ექვემდებარება.

კანონის მიხედვით, არასწორ დეკლარირებად ითვლება, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე მეტია.

ბელა ნოზაძე