პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს.

როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის ვეტო იქნება შესაძლებლობა, მმართველი გუნდი მის მოტივირებულ შენიშვნებზე დაფიქრდეს. "არ განვიხილავ, რომ ეს ასე გადაწყდეს [საკონსტიტუციო სასამართლოს გზით]. არის ემოცია, რომელიც უკავშირდება მცდელობას, რომ ჩემთან მოხდეს დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ არ შევდივარ ამ დაპირისპირებაში. ეს ემოციები, ალბათ, ნელ-ნელა დამშვიდდება. ალბათ, მანამ, სანამ ასეთი რეაქცია იქნება, წაიკითხავენ ამ კანონპროექტს და იქნებ დაინახონ, რომ ეს ძალიან საინტერესო გამოსავალია, რომელიც აძლევს საშუალებას ამ სიტუაციის განმუხტვის. დაინახონ, რომ მე არ ვუპირისპირდები და არ ვებრძვი მათ", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ვეტო დაადო.