კრიზისი საქართველოში მომუშავე ნიგერიელებსაც დაეტყოთ

საქართველოდან ნიგერიაში ფულადი გადარიცხვები 2015 წლის პირველ ნახევარში შარშანდელთან შედარებით 67%-ით შემცირდა და 1 მილიონ 359 ათასი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის რესპუბლიკებს შორის ნიგერია ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჩვენი ქვეყნიდან ფულადმა გადარიცხვებმა მილიონიან ზღვარს გადააჭარბა, ძირითადად, თბილისში მომუშავე დიასპორის წყალობით.

ნიგერიაში პირველი ფულადი ტრანსფერი ხუთი წლის წინ დაფიქსირდა, 2012 წლისთვის საერთო გზავნილებმა 1 მილიონ 248 ათასი შეადგინა, პიკს 2013 წელს მიაღწია და 5, 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიონი დოლარით შემცირდა და 3,5 მილიონი დოლარით განისაზღვრა.

ბელა ნოზაძე