ნივთები, რაშიც ფული არ უნდა დახარჯოთ

პლასტიკური ბარათის გატარება და ფულის დახარჯვა დაუფიქრებლად მარტივია.

თუმცა, ეს ჩვენი საფულის დაცარიელებას გამოიწვევს, შედეგად ძირითად შემთხვევაში უსარგებლო ნივთები შეგვრჩება ხელთ.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" იმ ნივთების და მომსახურების სიას აქვეყნებს, რაშიც ფული არ უნდა დახარჯოთ:

  • საკაბელო ტელევიზია - გამოცემის ცნობით, ინტერნეტის ეპოქაში საკაბელო ტელევიზიისთვის დახარჯული ფული გადაყრილია.
  • სახლის კეთილმოწყობა - აშშ-ის ურბანული განვითარების დეპარტამენტი გირჩევთ, რომ სახლის მშენებლობასა და კეთილმოწყობაზე შემოსავლების მესამედზე მეტი არ უნდა დავხარჯოთ.
  • ონლაინ-შიპინგი - თითქმის ყველა გადამყიდველი გთავაზობთ ნაყიდი ნივთის სახლში მიტანას დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ. ეცადეთ გამოიყენოთ ხოლმე უფასო ტრანსპორტირების მომსახურება.
  • ხელოვნების იაფი ნიმუშები.
  • სწრაფი კვების პროდუქტები - მსგავსი პროდუქტებით თქვენ მხოლოდ ჯანმრთელობასა და ბიუჯეტს ვნებთ.
  • გასახდომი აბები - გასახდომი აბები, როგორც წესი ძვირი ღირს ხოლმე და შესაძლოა, ჯანმრთელობისთვისაც მავნე იყოს.
  • ლატარიის ბილეთები - ლატარიის ბილეთების ყიდვა შესაძლოა, სახალისო იყოს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უსარგებლოა. უმჯობესია ამ თანხის სანაცვლოდ გემრიელი კერძი მიირთვათ.
  • ახალი ავტომობილი - ნახმარი ავტომობილის ყიდვით საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ.
  • ჟურნალ-გაზეთების გამოწერა - სხვადასხვა ჟურნალების, გაზეთებისა და ორგანიზაციების ხელმოწერისთვის თანხის გადახდა უსარგებლოა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში გამოწერილ ჟურნალებსა და გამოცემებს შემდეგ აღარ ვკითხულობთ ხოლმე.
  • დილის ლატე - ყოველდღიურად უხარისხო ყავის ყიდვის ნაცვლად, უმჯობესია კარგი ყავის აპარატი იყიდოთ. იფიქრეთ, რომ ეს ერთგვარი ინვესტიციაა.