დოლარი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში სუსტდება

მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ვითარების გამო ინვესტორთა საფრთხეების ფონზე, დოლარი სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში სუსტდება.

დღევანდელი დილის მონაცემებით, დოლარის ინდექსი ექვსი ქვეყნის სავალუტო კალათთან მიმართებაში 0,56%-ით - 95,39 პუნქტამდე დაეცა.

ერთი ევროს ღირებულება 1,1211 დოლარიდან 1,1286 დოლარამდე გაიზარდა. დოლარი დაეცა იენთან მიმართებაშიც - და ერთი დოლარის ღირებულება 121,23 იენიდან 120,40 იენამდე შემცირდა.