ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9, პრემიერ-მინისტრი 18-ე, ხოლო დეპუტატები 135-ე ადგილზე არიან.

143 სახის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, პირველ ადგილს - 16 537 ლარიანი ხელფასით კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზე - 1750 ლარიანი ხელფასით ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილეა.

მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მიხედვით, ასეთი რიგითობით შეიძლება დალაგდეს: - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 16 537 ლარი; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოთხი წევრის თანამდებობრივი სარგოებია - 16 338 ლარი, 16 149 - 16 149 ლარი, 15 842 ლარი და 14 886 ლარი; ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 12 633 ლარი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - 12 500 ლარი; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრების ხელფასი - 11 900 – 11 900 ლარი; საქართველოს პრეზიდენტი - 6 900 ლარი; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები - 6 500 ლარი (საბჭოში სულ 6 წევრია, ჯამში 39 000); უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - 6 000 ლარი (არის 18 მოსამართლე, ჯამში 108 000 ლარი); საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - 6 000 ლარი (არის 9 მოსამართლე, ჯამში - 54 000 ლარი); გენერალური აუდიტორი - 5 950 ლარი; გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე - 5 600 ლარი; გენერალური აუდიტორის მოადგილე - 5 500 ლარი (სულ სამი მოადგილე, ჯამში - 16 500 ლარი); სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - 5 000 ლარი (არის 26 მოსამართლე, ჯამში 130 000 ლარი); ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - 4 800 ლარი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი - 4 250 ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - 4 030 ლარი; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი - 4 000 ლარი; საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - 4 000 ლარი (სულ 97 მოსამართლეა, ჯამში 388 000 ლარი); მთავარი პროკურორი - 3 910 ლარი;

აღნიშნულ სახელმწიფო თანამდებობის პირებს ხელფასების ოდენობის მიხედვით მინისტრები მოჰყვებიან. ყველა მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარს შეადგენს. ასევე 3 540 ლარია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დაზვერვის სამსახურის უფროსისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო.

ხელფასის ოდენობების მიხედვით რიგითობა ასე გრძელდება: - მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე - 3 520 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენი - 3 500 ლარი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - 3 500 ლარი; საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - 3 450 ლარი; მთავარი პროკურორის მოადგილე – 3 400 ლარი (ჰყავს ორი მოადგილე, ჯამში 6 800 ლარი); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - 3 310 ლარი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი - 3 200 ლარი; საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილე - 3 125 ლარი; აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - 3 070 ლარი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი - 3 000 ლარი.

2 950 ლარია მინისტრების პირველი მოადგილეების ხელფასი. ასევე 2 950-2 950 ლარიანი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს (ჰყავს ორი მოადგილე); სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეს და მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს.

2 900 ლარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო. მას მოჰყვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - 2 880 ლარი; შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - 2 750 ლარი. 2 750 ლარია მერების (სულ 12 მერი, ჯამში 33 000 ლარი) ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები.

მერებს 2 720 ლარიანი თანამდებობრივი სარგოებით მინისტრების მოადგილეები მოჰყვებიან. ასევე 2 720 ლარიანი თანამდებობრივი სარგო აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს (სულ ოთხი მინისტრი, ჯამში 10 880 ლარი), პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს (ორი მოადგილე, ჯამში 5 440 ლარი) და ფინანსთა სამინიტროს სახაზინო სამსახურის უფროსს.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 710 ლარია, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის - 2 700 ლარი.

2 650 ლარიან ხელფასს იღებენ აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრები, საკრებულოების თავმჯდომარეები (არის საკრებულოს 71 თავმჯდომარე, ჯამში 188 150 ლარი) და გამგებელი (სულ 59 გამგებელი, ჯამში 156 350 ლარი).

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით მათ შემდეგ მოდიან: შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე - 2 600 ლარი (ორი მოადგილე, ჯამში 5 200 ლარი); იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები - 2 500 ლარი (15 წევრი, ჯამში 37 500 ლარი).

2 360 ლარს შეადგენს აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების მოადგილეებისა და გუბერნატორების პირველი მოადგილეების ხელფასი. 2 250 ლარია გუბერნატორების რიგით მოადგილეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები.

2 220 ლარს შეადგენს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობრივი სარგო. მას მოჰყვებიან პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი - 2 220 ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების პირველი მოადგილეები - 2 130 ლარი; აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე - 2 100 ლარი; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - 2 060 ლარი; პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე - 2 050 ლარი (ჰყავს ორი მოადგილე);

2 000 ლარს შეადგენს პარლამენტის წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო (პარლამენტის 150 წევრი, ჯამში 300 000 ლარი).

პარლამენტის წევრების შემდეგ მოდიან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - 1 950 ლარი (18 წევრი, ჯამში 35 100 ლარი); აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები - 1 950 ლარი (23 წევრი, ჯამში 44 850 ლარი); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრების მოადგილეები - 1 950 ლარი (11 მოადგილე, ჯამში - 21 450 ლარი); აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - 1 900 ლარი; აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - 1 900 ლარი; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - 1 870 ლარი; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე - 1 850 ლარი და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე – 1 750 ლარი.

აღნიშნული მონაცემები საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა შეადგინა, რომელიც თავის მხრივ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონდებლო ინიციატივის საფუძველზე მომზადდა.

ცნობისთვის, ქუცნაშვილის ავტორობით და ინიციატივით პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო თანადებობის პირთა პრემიების შეზღუდვას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პრემიის მიღების უფლების შეეზღუდვას 25 მაღალი რანგის 744 თანამდებობის პირისათვის. აქედან 24 რანგი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანადებობის პირებს და მათ მოადგილეებს ეხება, ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს - საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი.

ნათია ინაური