"სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლისას იტყუებიან"

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლისას მოქალაქეებს ატყუებენ.

bpn უცვლელად გთავაზობთ "ფეისბუქზე"გამოქვეყნებულ ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, სადაც ის წერს, როგორ მოატყუეს ფულის გადახურდავებისას ტურისტები.

"დღეს ორ მოხუც ტურისტს გამოვესაუბრე, რომელიც ასე მწარედ მოატყუეს ამ სავალუტო ჯიხურში გუშინ, თუმცა ამას ახლაღა მიხვდნენ... დაიმახსოვრეთ და მოარიდეთ ტურისტები... სამწუხაროა, რომ პატრული, სავარაუდოდ,  უძლური იქნება და ვერავინ დაუმტკიცებს, რომ 80 ლარით მოატყუეს 2.42 მაგივრად 2.042 ჩაუსვეს!!!!. პ.ს. დააკვირდით კურსსა და დანარჩენ მონაცემებს!!!"