დასაქმების კვირეული თელავში გაიმართა

თბილისის შემდეგ, დასაქმების კვირეული კახეთში, ქალაქ თელავში გაიმართა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილე კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს თელავის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილზე შეარჩიეს მათთვის სასურველი კადრები და მათ გაესაუბრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დამსაქმებლებმა 80 პოზიციაზე, 100-მდე ვაკანსია წარმოადგინეს, დასაქმების კვირეულში კახეთის მასშტაბით 22 კომპანია მონაწილეობს.  კვირეულზე ვაკანსიები საბანკო, საფინანსო, სარესტორნო, სავაჭრო, ტურიზმის და სხვა სექტორებიდან იყო წარმოდგენილი.