ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშოები

ბავშვისთვის ხარისხიანი სათამაშოს ყიდვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ბევრი ბავშვისთვის საყვარელი PlayStation4 დაახლოებით 400 დოლარი ღირს. თუმცა, ეს თანხა არაფერია თოჯინების სათამაშო სახლთან, რომელიც 8,5 მილიონი დოლარი ღირს.

გთავაზობთ ყველაზე ძვირადღირებულ სათამაშოებს, რომლებიც თუ ფასიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ბავშვებისთვის არ უნდა იყოს განკუთვნილი.

თოჯინების კოშკი Astolat

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თოჯინების კოშკს სხვადასხვა ხელობის ოსტატი 13 წლის განმავლობაში ქმნიდა. 29-ოთახიანი სათამაშო სახლი 8,5 მილიონი დოლარი ღირს.

„ლამბორგინი ავენტადორი“

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და სასურველი სპორტული ავტომობილი ლამბორგინი Aventador დაახლოებით 400 ათასი დოლარი ღირს. თუმცა, გერმანელი ინჟინრის რობერტ გულპენის მიერ შექმნილი მოდელი, სახელწოდებით Aventador LP Lamborghini 700-4 4,6 მილიონი დოლარი ღირს. ავტომობილის მინიატურული ვერსია პლატინისგან არის დამზადებული. ავტომობილი ოქროთი და ალმასებით არის გაწყობილი.

„ფოლქსვაგენი"

სერია Hot Wheels-ის ქვეშ გამოშვებული „ფოლქსვაგენის“ ავტომობილის გაყიდვები გამოსვლიდან ძალიან მალე შეაჩერეს. ამის გამო მანქანა საკმაოდ პოპულარული გახდა კოლექციონერებს შორის. მოდელის ერთ-ერთი ეგზემპლიარის სანაცვლოდ ცოტა ხნის წინ კოლექციონერმა 72 ათასი დოლარი გადაიხადა.

პლატინის საწოვარა

იუველირმა მეტ კეისმა ეს ძვირად ღირებული საწოვარა 2013 წელს შექმნა. 250-გრამიანი საწოვარა ბრიტანული შოუსთვის „ბრიტანელი პატარები“ შეიქმნა. საწოვარას ღირებულება 85 ათასი დოლარია.

„პორშე“

„პორშეს“ მოყვარულები ალბათ სიამოვნებით შეიძენდნენ ამ მოდელს, რომლის ქვეშაც ცნობილი რბოლის ტრეკი „ლე მანი“ არის განთავსებული. მინიატურული ავტომობილი 125 ათასი დოლარი ღირს.

Hot wheels-ის ალმასის ავტომობილი

2008 წელს, 40 წლის იუბილეზე Mattel’s Hot Wheels-მა სპეციალური, ბრილიანტებით მოოჭვილი ავტომობილი შექმნა, რომელიც 140 ათასი დოლარი ღირს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო ავტომობილი 18-კარატის ოდენობის თეთრი ოქროთი და 2 700 ძვირფასი ქვით არის გაწყობილი.

სათამაშო ჯარისკაცი

სათამაშო ჯარისკაცი დონ ლევინის ხელნაკეთია, რომელიც მან 1963 წელს შექმნა. 40 წლის შემდეგ ჯარისკაცი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო ჯარისკაცი გახდა, რომელიც აუქციონზე 200 ათას დოლარად გაიყიდა.

რობოტის კოსტიუმი

რობოტის კოსტიუმი, სახელწოდებით „კურატასი“ 1 მილიონი დოლარი ღირს. კოსტიუმი 3,8 მეტრი სიმაღლისაა და 5 ტონას იწონის.

ლუი ვუტონის დათუნია

ფრანგული მოდის სახლის „ლუი ვუტონის“ დიზაინით შექმნილი სათამაშო დათუნია მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშო დათუნიას წოდებას ფლობს. 2000 წელს მონაკოში კორეელმა ჯესი კიმმა სათამაშო 2 100 000 დოლარად შეიძინა.

იხილეთ ფოტოგალერეა