„ვარსკვლავური ომების“ გადაღების დროს გამოყენებული კოსმოსური ხომალდი გაიყიდა

„ვარსკვლავური ომების“ გადაღების დროს გამოყენებული კოსმოსური ხომალდის მოდელი აუქციონზე გაიყიდა. მისმა ახალმა მფლობელმა ხომალდში რეკორდული თანხა - 450 ათასი დოლარი გადაიხადა, რაც ერთნახევარჯერ მეტია მის ღირებულებასთან შედარებით. 40 სანტიმეტრის სიგრძის მოდელი „ვარსკვლავური ომების“ მეოთხე ეპიზოდის გადაღების დროს გამოიყენეს, რომელიც 1977 წელს გამოვიდა. აუქციონზე ასევე გაიყიდა „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟის - პრინცესა ლეიას მეტალის „ბიკინიც“. მასში 96 000 დოლარი გადაიხადეს. პრინცესას როლს მეექვსე ეპიზოდში მსახიობი კერი ფიშერი ასრულებდა.

ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე „ვარსკვლავური ომების“ გადაღების დროს გამოყენებული სულ 50 ნივთი გაიყიდა.